ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პოლიციამ შსს-სთან გამართული აქციის ორგანიზატორი დააკავა

შსს-ს შენობასთან გამართულ აქციაზე ერთ-ერთი ორგანიზატორი, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა დააკავეს.

გიორგი გაბედავა პლაკატის, რომელზეც მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადება ეწერა. პოლიციამ მას პლაკატის შენახვა მოსთხოვა. გაბედავა მათგან განმარტებას მოითხოვდა, თუ რატომ უნდა შეენახა ეს პლაკატი, რა დროსაც ის პოლიციელებმა დააკავეს.

გიორგი გაბედავას შს სამინისტროს შენობასთან პლაკატამდე საბურავები ჰქონდა მიტანილი, რომლის დაწვასაც აპირებდა, მაგრამ პოლიციამ საბურავები წაართვა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები შსს-სგან 25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვებას, რომელიც შს სამინისტროს არქივშია შენახული. ასევე, ითხოვდნენ შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადადგომას.

იტვირთბა....