ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ, – გადაწყვეტილება სახელმწიფო კომისიამ მიიღო.

ჯანსუღ ჩარკვიანს ხუთშაბათს სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, ხოლო დაკრძალვის ცერემონია მთაწმინდაზე 14:00 საათზე იქნება.

ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში დღეს დილით გარდაიცვალა.

იტვირთბა....