ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბაჩო ახალაია: ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე!

“ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე!- ასეთი იყო ყოველთვის ჩემი შინაგანი განწყობა, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ტყვემ სხვა თანამებრძოლებთან ერთად”- ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრებული ბაჩო ახალაია facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს:

“დიახ, ჩვენ რუსული ჰიბრიდული ომის ტყვეები ვართ. ომის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 2012 წლის არჩევნები – საქართველოს მარცხი რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის და არჩევნების ილუზიები მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდული ომის ძლიერ და ცინიკურ კომპონენტებად იქცა, საბოლოო გამარჯვება ამ დიდ ომში რუსეთთან მაინც ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს იქნება”- წერს ახალაა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდს უკავშირდება.

სასამართლომ 22 ოქტომბერს ბაჩო ახალაია დამნაშავედ ცნო წამების ბრალდების საქმეზე, რომელიც 2006 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ახალაიას უფროსობის დროს პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად ექვსი პატიმრის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას უკავშირდება.

მეორე საქმე, რომელზეც მოსამართლემ ბაჩო ახალაიას მიმართ ასევე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული შსს-ს ოთხი ყოფილი თანამშრომლისთვის სასჯელის მოხდისას მისი ბრძანებით განსაკუთრებული პრივილეგიების შექმნას. ახალაია სასამართლომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ.

იტვირთბა....