„მეუფე იაკობმა სასამართლოში განაცხადა, რომ ის იყო კომუნიკატორი ძალოვან სტრუქტურებსა და საპატრიარქოს შორის,“ -ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შაბათის კურიერში ციხიდან ჩართვის დროს განაცხადა.
დეკანოზმა აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე მიტროპოლიტმა იაკობმა თქვა, რომ საპატრიარქოსა და სპეცსამსახურს შორის კომუნიკატორის ფუნქციას მეუფე იაკობი ასრულებდა.
„ის აქტიურობა ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც მეუფე იაკობი იჩენს, ნათელია საზოგადოებისთვის. თქვენც იცით ხომ, მას არაერთხელ გაუკეთებია. კონკრეტულად, ახლა მე ვერ დავემსგავსები იმ ადამიანებს, რომ ასე საჯაროდ, მათ მსგავსად ვთქვა, რომ ესეც იყო. მაგრამ მისი აქტიურობა ნათელია და როგორც აქტიურობს ეს საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ უფრო იყო ძალოვან სტრუქტურებთან კავშირში,“ – აცხადებს მამა გიორგი მამალაძე.
„მეუფე იაკობმა სასამართლოში განაცხადა, რომ ის იყო კომუნიკატორი ძალოვან სტრუქტურებსა და საპატრიარქოს შორის,“ – განაცხადა მამა გიორგი მამალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იოსებ გოგაშვილი იყო თუ არა სპეცსამსახურების წარმომადგენელი საპატრიარქოში, დეკანოზმა დადებითი პასუხი გასცა.
მამა გიორგი მამალაძის თქმით, იოსებ გოგაშვილის სახელი საპატრიარქოში ისმოდა, თუმცა, თავად არ იცნობს. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ გოგაშვილი მეუფე იაკობთან კონტაქტში იყო.
მამა გიორგი მამალაძე არ გამორიცხავს, რომ ვინმეს ინტერესში მისი ლიკვიდაციაც შედიოდეს.
შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. მას 5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 9 წლით პატიმრობა პატრიარქის მდივან-რეფერნტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის მიუსაჯა.