“მე არასდროს მათ პირდაპირ ეთერს არ დავუთმობ” – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა “ქართული მარშის” ლიდერებთან დაკავშირებით “პრაიმტაიმთან” აცხადებს.
ის მიიჩნევს, რომ მათი პირდაპირ ეთერში ჩართვით, ტელევიზიის ეთერს აბინძურებს:
“ჩემი პირადი პოზიციაა, რომ “მარშის” ლიდერები, რომლებიც ჰომოფობიურ განცხადებებს ავრცელებენ, მე პირადად არ მომყავს არასდროს პირდაპირ ეთერში და მივიჩნევ, რომ მათ პირდაპირი ეთერი არ უნდა დავუთმო და ამით არ უნდა დავაბინძურო ჩემი ტელევიზიის ეთერი. თუ დავუშვათ რამეში მჭირდება, მე შემიძლია ჩავწერო წინასწარ და ამ სახით მივაწოდო მაყურებელს. მე არასოდეს მათ პირდაპირ ეთერს არ დავუთმობ. შეიძლება ჩავწერო ისინი და გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც საქმიანი იქნება და არა ჰომოფობიური მოწოდებები და სიძულვილის ენა, ის გავუშვა ეთერში, ამის საშუალება მაქვს”- აღნიშნა ნანა ლეჟავამ.
P.S. გაზეთ “მეტრონომის” რედაქციამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ “ქართული მარშის” დაანონსებული აქცია შეგნებულად არ გააშუქა.
ჩვენ ვთვლით, რომ პირველ რიგში უზენაესი არის საქართველოს კონსტიტუცია. რედაქცია იზიარებს ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ პრინციპებს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია მიუხედავად, მათი სექსუალური თუ რელიგიური არჩევანისა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პერსონის, ან რომელიმე ჯგუფის შევიწროვების შემდეგ მათ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი აქცია, თუ სამკლაურის გაკეთებით გამოხატული პროტესტი, არ ნიშნავს პროპაგანდას. ჩვენ ვთვლით, რომ ძალადობის წინააღმდეგ გამართული ნებისმიერი აქციის წინააღმდეგ გამოსული პერსონა, ან ჯგუფი შესაძლოა თავად იყოს ძალადობის წამქეზებელი, რაც არ ჯდება გაზეთ “მეტრონომის” შემოქმედებით კონცეფციაში.