ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა ხვალ გაიმართება

თბილისის წინა, მე–5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა ხვალ გაიმართება.  ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სხდომის გამართვის საათი  ჯერ დადგენილი არ არის და დღის ბოლოსთვის დაზუსტდება. ერთ-ერთი საკითხი, რაც სხდომაზე განიხილება, განაშენიანების რეგულირების გეგმებსა და ქონების საკითხებს შეეხება.

ცნობისთვს, მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა დაახლოებით 2 კვირაში გაიმართება. გიორგი ტყემალაძის თქმით, თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, მას ცესკო დანიშნავს.

იტვირთბა....