iPhone X-ის დისპლეი შესაძლოა დაიწვას, – ამის შესახებ ინფორმაციას bgr.com ავრცელებს.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დისპლეი შესაძლოა მაშინ დაიწვას, თუ ეკრანზე დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდება მაღალკონტრასტული გამოსახულება.
ამავდროულად, Apple-ის ტექნიკური მხარდაჭერის საიტზე ინსტრუქციაა მოცემული, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან დისპლეის დაწვა. აღსანიშნავია, რომ ამ დისპლეის კომპანია „დარგში საუკეთესოდ“ მიიჩნევს.
შეგახსენებთ, რომ iPhone X-ის გაყიდვები მსოფლიოს მასშტაბით 3 ნოემბერს დაიწყო.
საქართველოში მისი ფასი ამ ეტაპზე 4000 ლარამდეა.

