ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ს ვაჭრობის მინისტრს უირბურ როსს რუსეთის პრეზიდენტის სიძესთან საერთო ბიზნესი აქვს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია  ახალ სკანდალში ეხვევა. გამოცემა  “გარდიანის” ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული “სამოთხის კუნძლების” დოკუმენტების მიხედვით, აშშ-ს ვაჭრობის მინისტრს უირბურ როსს რუსეთის პრეზიდენტის სიძესთან, კირილ შამილოვთან საერთო ბიზნესი აქვს.

გამოცემა წერს, რომ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, როსს კომპანიაში Navigator Holdings წილი აქვს. მასთან ერთად კომპანიის მფლობელი კირილ შამილოვია. Navigator Holdings რუსული გაზის კომპანია “სიბურს” ელექტროენერგიას აწვდის.

როსი Navigator Holdings-ში წილს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის საშუალებით ფლობს. როსთან და შამილოვთან ერთად “სიბურის” აქციონერი აშშ-ს სანქციების სიაში შეყვანილი რუსი მილიარდერი გენადი ტიმჩენკოა.

 

იტვირთბა....