ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხაინდრავა: ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილეებს ჯილდო გადასცა

“თქვენთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი ვინ გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე, თუ თქვენ ეს არ გეხებათ?!”- რეჟისორი გოგა ხაინდარავა გაერთიანება “ეს შენ გეხებას” განცხადებით მიმართავს და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს ეკა გიგაურს 7 ნოემბრის მოვლენებისას ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს:

“გაერთიანება “ეს შენ გეხება”-ს წევრებო, ვისაც პრეტენზია გაქვთ დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოების უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები, დღეს 7 ნოემბრის ათი წლის თავზე მინდა გკითხოთ: თქვენი ლიდერი კაპიტანი ეკა გიგაური, რომლის მიმართაც სამართლიანად არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მან თავისი უწყების სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებს 7 ნოემბერს ქართველი ხალხის სასტიკ დარბევაში მონაწილეობისთვის, ივანე მერაბიშვილის გადაწყვეტილებით და ბადრი ბიწაძის ბრძანებით, გადასცა წამახალისებელი ფულადი ჯილდოები, თვითონ კი ივანე მერაბიშვილის მიერ რიგგარეშე კაპიტნის წოდებით იქნა დაჯილდოებული, ვალდებულია თუ არა ქართულ საზოგადოებას გაუმხილოს და „გამჭირვალედ“ აუხსნას რა დამსახურებსთვის მიიღო მან ეს ჯილდო?! თქვენთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი ვინ გვესაუბრება ადამიანის უფლებებზე, თუ თქვენ ეს არ გეხებათ?!”, -ნათქვამია გოგა ხაინდარავს განცხადებაში.

როგორც “საერთაშორიო გამჭირვალობა საქართველოში” აცხადებენ, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მისამართით მძიმე ბრალდებები ისმის. საქმე შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ თავმჯდომარის, გურამ ადამაშვილის მიერ წარმოდგენილ, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივიდან ამოღებულ ორ ბრძანებას. 2007 წლის 14 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაში სასაზღვრო პოლიციის უფროსი ავალებს ეკა გიგაურს, კონტროლი გაუწიოს სასაზღვრო პოლიციის ხევსურეთში მდებარე ბარისახოს სამმართველოს 10 თანამშრომლისა და სასაზღვრო პოლიციის 8 სამმართველოს უფროსის (მათ შორის ბარისახოს, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ასევე ავიაციის და სწრაფი რეაგირების მაშველების სამართველოს უფროსების) დაჯილდოებას.

განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ეს პირები მთის რეგიონში ზამთრის პერიოდში საზღვრის დაცვის მოსამზადებელი სამუშაოების კარგად ჩატარებისთვის დაჯილდოვდნენ.

იტვირთბა....