ახალი ამბები მთავარი სამართალი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული ბ.ს. თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 200 აბი ამოიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ბ.ს.-ს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით).

იტვირთბა....