ახალი ამბები კრიმინალი მთავარი მსოფლიო

მასობრივი მკვლელობა: პრემიერი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

პრემიერი კვირიკაშილი ტეხასში მომხდარი ტრაგედიის გამო ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ვიზიარებთ ტეხასში, ეკლესიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობისას დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და ამერიკელი ხალხის ტკივილს“, – წერს საქართველოს პრემიერი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, ამ დროის მონაცემებით, ქალაქ საუტერლენდ სპრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო. პოლიციამ ეჭვმიტანილი ახლომახლო გარდაცვლილი იპოვა. ამერიკული მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია.

იტვირთბა....