ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

საქალაქო სასამართლომ თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელის განხილვა დაასრულა

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ქართული ოცნების” თიანეთის მერობის კანდიდატის, ლელა ქიტესაშვილის სარჩელის განხილვა დასრულებულია. სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 13.00 საათზე გამოაცხადებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ: ლელა ქიტესაშვილი, თამაზ მეჭიაური და ცესკოს-ს წარმომადგენელი.

ლელა ქიტესაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იმედი აქვს სასამართლო მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს, შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

თავის მხრივ, თამაზ მეჭიაური იმედოვნებს, რომ სასამართლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას უცვლელად დატოვებს და არჩევნების მეორე ტური თიანეთში არ გაიმართება.

იტვირთბა....