aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ართანის ტყის ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მოხალისეთა ჯგუფი ჩაერთო

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ ართანის ტყეში, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში მოხალისეთა ჯგუფი ჩაერთო.

ადგილობრივების თქმით, სოფლიდან ახალგაზრდების ჯგუფი ტყის მიმართულებით უკვე წავიდა. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხანძრის ლოკალიზება არ მოხდება, ცეცხლის კერები კიდევ გაიზრდება.

დილიდან, ტყეში დაკვამლიანება შეინიშნებოდა. ცეცხლი ალპურ ზონაში გავრცელდა. სტიქიის ეპიცენტრში რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარი 2 სექტემბერსაც გაჩნდა. ცეცხლის ლიკვიდაციას 11 დღე დასჭირდა.

იტვირთბა....