ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზესტაფონში საძოვრების გასხვისებას აპროტესტებენ

ზესტაფონის რაიონის, სოფელი პირველი სვირის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.

მაცხოვრებლების თქმით, სოფლის საძოვრების, მხოლოდ, მცირე ნაწილია მათი საკუთრება უმეტესი მიწის ნაწილი კი გაყიდულია.

სოფლის მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. პირველი სვირის მაცხოვრებლებს ზესტაფონის გამგეობის წარმომადგენელი შეხვდა.

მისი თქმით, საძოვრები ეკონომიკის სამინისტრომ თითქმის ათი წლის წინ გაყიდა და მათ დასაბრუნებლად გამგეობას არანაირი ბერკეტი არ აქვს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი მოსახლეობას ურჩევს სასამართლოს მიმართოს, იმის გასარკვევად, თუ რამდენად კანონიერად შეისყიდა მიწები კერძო კომპანიამ.

იტვირთბა....