ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად ბილბაოში დემონსტრაცია მოეწყო

ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარე, ე.წ. ბასკეთის ქვეყნის ცენტრალურ ქალაქ ბილბაოში ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც კატალონიის ავტონომიის შეზღუდვას ეხება, ბილბაოს მცხოვრებლების ნაწილმა გააპროტესტა.

“არა 155-ე მუხლს”, “ხალხს არჩევანის უფლება აქვს” – აცხადებენ დემონსტრანტები.

აქციაზე, ბასკეთის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიის ლიდერი, ბილდუ არნალდო ოტეგიც იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობამ კატალონიის რეფერენდუმი უკანონოდ სცნო და რეგიონს ავტონომია შეუზღუდა.
ამის შემდეგ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კატალონიის პარლამენტი დაითხოვა და მთავრობა გადააყენა. კატალონიაში, რიგგარეშე არჩევნები 21 დეკემბერს ჩატარდება.

იტვირთბა....