თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ართანის ტყეში ხმელ ბალახს ცეცხლი მოეკიდა.
დილიდან ვერტმფრენებმა სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს, რის შემდეგაც 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი ადგილზე მივიდა.
როგორც ცნობილია, აალება ალპურ ზონაში დაიწყო.
ამ ეტაპზე, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.