გუშინ, ბელგიის პროკურატურამ კატალონიის ექს-პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი მიიღო.
4 ან 5 ნოემბერს ბელგიის პროკურატურა ორდერს სასამართლოს გადასცემს.
Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბელგიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ერიკ ვან დერ სიპტმა განაცხადა.
“ჩვენ ორდერს შევისწავლით და ხვალ ან ზეგ სასამართლოს გადავცემთ,” – აღნიშნა პროკურატურის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლოს კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების მოთხოვნით ესპანეთის სახელმწიფო პროკურორმა, მიგელ კარბალომ მიმართა.
კარლეს პუჩდემონის ადვოკატის პოლ ბეკერტის განცხადებით, პუჩდემონი ბელგიაში რჩება. ადვოკატმა მიგელ კარბალოს პუჩდემონთან ვიდეოკონფერენციის გამართვა შესთავაზა, მაგრამ პროკურორმა შეთავაზება უარყო.