წალენჯიხაში, სოხუმის ქუჩაზე ბამბის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
ხანძრისას არავინ დაშავებულა, თუმცა საწყობში არსებული ბამბა სრულად დაიწვა.
საწარმო ყოფილ ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობაში იყო განთავსებული. ბამბის საწარმო, ამჟამად, კერძო საკუთრებაში ირიცხება და მეპატრონეები ზარალს თვითონ დაითვლიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.