ახალი ამბები მთავარი

ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა

ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქორწილის ესკორტის მანქანა სატვირთოს დაეჯახა და გზიდან გადავარდა.

როგორც ცნობილია, მანქანაში სიძე და პატარძალი ისხდნენ.

ავარიის შედეგად, სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი ტრაილერი დაზიანდა.

დაშავებულები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაიყვანეს.

ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

ადგილზე მობილიზებულია პატრული და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.

ფოტო: დარეჯან ჩხიკვაძე

იტვირთბა....