ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის თქმით, ახალი შენობა საცხოვრებელ სახლებს მთლიანად დაჩრდილავს და ერთადერთ საბავშვო სკვერს გაანადგურებს.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
მოსახლეობის განცხადებით, მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს.
მოსახლეობა დედაქალაქის ახალადარჩეულ მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვს.
თავის მხრივ, სამშენებლო კომპანიაში აცხადებს, რომ მათ აღნიშნული 1250 კვ/მ ტერიტორია დაახლოებით 8 თვის წინ შეიძინეს და ყველა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტიც აქვთ. სამუშაოები ადგილზე დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.