სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის გაცნობა იყო.
ზურაბ ლიპარტიამ ბიზნესმენებს ბრძოლის მეთოდების შესახებ ესაუბრა. მისი განცხადებით, ბიზნესის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ბაზარზე შესაბამისი პრეპარატების და დამცავი საშუალებების სათანადო მიწოდებისთვის.
თავის მხრივ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აქტიურად ჩაერთვებიან აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში.
შეხვედრას საქართველოს ბაზარზე მოქმედი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების იმპორტიორი და რეალიზატორი 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.