ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცესკო-მ ოპოზიციური პარტიების საჩივრები არ დააკმაყოფილა: ოპოზიცია ევროსასამართლოს მიმართავს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისია დღეს ოპოზიციური პარტიების სარჩელს განიხილავს, რომელიც არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებს ეხება. ოპოზიცია რამდენიმე უბანზე ბიულეტენების გადათვლას ითხოვდა.

ცესკოში დღესვე განიხილებოდა ნაციონალური მოძრაობის სარჩელიც თბილისის მასშტაბით მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებაზე, რომელიც ცესკომ არ დააკმაყოფილა. ასევე, ოპოზიცური პარტია მოითხოვდა, გაუქმებულიყო ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგები.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ მისი პარტია სხვა პარტიებთან ერთად არჩევნების შედეგების გასაჩივრებას გეგმავს.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული შედეგები ევროსასამართლოში გაასაჩივრონ.

,,შვიდმა კრიმინალმა, რომლებიც ძალიან მალე გაემგზავრებიან სასჯელაღსრულები დაწესებულებაში, გამოიტანეს გადაწყვეტილება, რომ არ განიხილება არცერთი ოპოზიციური პარტიის საჩივარი არცერთ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით. შიდა სასამართლოში ისეთივე კრიმინალები ზიან როგორც აქ. მურუსიძის სასამართლოში, მაგრამ ჩვენ ამოვწურავთ შიდა პრიცედურებს იმისათვის, რომ ეს საქმე წავიდეს ევრპულ სასამარტლოში და როგორც ერთხელ უკვე 2017 წელს გააწნა სილა ევროსასამართლომ ბიძინა ივანიშვილს, 2018 წელი უნდა დაიწყოს იმით, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები გამოცხადდეს არალეგიტიმურად და არადემოკრატიულად,“ – განაცხადა კახა კუკავამ.

იტვირთბა....