ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: მერაბიშვილი არის პოლიტიკური, პირადად ივანიშვილის პატიმარი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ “TV პირველის” ეთერში ბოლოდროინდელ აქტუალურ თემებზე ისაუბრა. მან მის თანაპარტიელ ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მას პოლიტიკური პატიმარი უწოდა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე იმ ხელისუფლების პირობებში რომელიც დმეოკრატიის ლოზუნგით მოვიდა საქართველოში, დღემდე არსებობენ პოლიტიკური პატიმარი. ეს არამარტო ჩემი მოსაზრებაა, რომ მერაბიშვილი არის პირადად ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი. იგი ივანიშვილის გადაწყვეტილებით ზის ციხეში. რასაკვირველია იგი არის პოლიტიკური პატიმარი. უნდა შეწყვიტოს მთავრობამ მერაბიშვილის დევნა. მე ვუსურვებ ვანო მერაბიშვილს, რომ მალე გამოვიდეს საპყრობილედან და ყველა პოლიტიკურმა პატიმარმა დატოვოს იგი.” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დეკანოიძემ ასევე ისაუბრა იმ გარემოებაზე, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც მეგის ქარდავას ვახტანგ გორგასლის ღირსების ორი ორდენი მიანიჭა, პირადად არ იცნობდა მას და ქარდავას შესახებ მედიის საშუალებით გაიგო.

“არსებობს მექანიზმი როგორ აჯილდოვებს პრეზიდენტი გარკვეული ჯილდოთი იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სახლემწიფო სტურქტურებში. ქარდავას ჰყავდა კონკრეტული უფროსი და შესაბამისად წარდგენის საფუძველზე დააჯილდოვეს. რა გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა არ იცოდეს ამ ადამიანების ჩამონათვალი, რადგან კონკრეტულ ადამიანს ჰყავდა კონკრეტული უფროსი, რომელიც წარადგენდა. ამ მექანიზმით არის ასევე კალაძე ღირსების ორდენით დაჯილდოებული.” – აღნიშნა დეკანოიძემ.

იტვირთბა....