უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კუთვნილ ქარხანას ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის სოლომენსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება მისცა პოროშენკოს და პარლამენტარ კონონენკოს კუთვნილი ერთ-ერთ ქარხნის დოკუმენტები შეამოწმოს.
სასამართლომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეჭვი გაჩნდა, რომ სახელმწიფო საზღვრის სამსახურის მიერ, ქარხნისგან ზედმეტ ფასად ჯავშან ტექნიკის შეძენა მოხდა.