ახალი ამბები მთავარი სამართალი

ამ ეტაპზე, მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი არ განიხილება

მეგის ქარდავას უკრაინელი ადვოკატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მეგის ქარდავას საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი არ განიხილება.

ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

მიხეილ ლოტიცკიმ, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინულ სამართალდამცავ უწყებებს ჯერ ისიც კი არ აქვთ დადგენილი, არის თუ არა დაკავებული პირი ნამდვილად მეგის ქარდავა, ვინაიდან მას დაკავებისას არც ერთი პირადობის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი არ ჰქონია.

„ჯერჯერობით პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე არ გვისაუბრია. ის იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში ქალაქ ივანო ფრანკოვსკში. მისი დაკავების 2 ვერსია მაქვს. ოფიციალური ვერსიით, მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, არაოფიციალურად კი ის საზღვრის კვეთის დროს დააკავეს, შემდეგ მიიყვანეს ბინაში და ისე დააკავეს. ის, რომ მას რამდენიმე პასპორტი ჰქონა, ტყუილია. არანაირი საბუთი არ ჰქონია საერთოდ, შეიძლება საერთოდაც არ არის მეგის ქარდავა. ექსტრადიციაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიდის. ეს იქნება მხოლო მას შემეგ განხილული, რაც საქართველოდან იქნება საბუთები გამოგზავნილი. ახლა მხოლო საუბარია მის პატიმრობაზე, რათა ის არ მიიმალოს. ის თუ რას აკეთებდა საქართველოში, ამაზე არ გვისაუბრია, უკრაინაში კი უბრალოდ ცხოვრობდა და არაფერს არღვევდა,“- აღნიშნა ადვოკატმა, მიხეილ ლოტიცკიმ.

იტვირთბა....