ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოკუპირებულ ახალგორში საბაჟოს გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური კუთხით”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი აცხადებს, რომ  ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნაზე საუბარი არ შეიძლება იყოს. მისი განმარტებით, საბაჟოები სახელმწიფოებს შორის იქმნება და არა დე ფაქტო ე.წ. სახელმწიფოებთან.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს საბაჟო გამშვები პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან უკვე აქვს და სხვა გამშვები პუნქტის გახსნა არ იგეგმება.

„არანაირ საბაჟოზე საუბარი არ შეიძლება იყოს არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური კუთხით, გამომდინარე იქიდან, რომ საბაჟოები, როგორც წესი, სახელმწიფოებს შორის წესდება. სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს, სახელმწიფო საზღვარი ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს საუბარი არანაირ საბაჟო პუნქტზე.

ეს არის შეზღუდვა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის და ზღუდავს იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტურ უფლებას თავისუფალ გადაადგილებაზე და რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები მოაქციოს თავისი ეკონომიკური გავლენის ქვეშ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება სამართლებრივად გამართლებული და საქართველო ყველა საერთაშორისო ფორმატს გამოიყენებს საკითხის საერთაშორისო თანამეგობრობაში აქტუალიზაციისთვის.

ოკუპირებული ცხინვალის ოკუპირებული ე.წ. საბაჟო კომიტეტის „ხელმძღვანელმა“ მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ახალგორის რაიონში ე.წ. საბაჟო პუნქტს გახსნის.

იტვირთბა....