“ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა სოციალურ ქსელში პოსტს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებისა და საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის კერძო შეხვედრაა დაფიქსირებული.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, ამ შეხვედრაზე ივანიშვილმა ოპოზიციას წინადადებით მიმართა:
“რა ვიპოვე, ფაროსანა თავის სტიქიაში – დაგმეთ მიშა და მიგიღებთ როგორც ოპოზიციასო. შეისმინეს ზოგ-ზოგიერთებმა. მეღიმებოდა მაშინაც და ახლაც” – წერს ბოკუჩავა და შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს (იხილეთ ფოტო ქვევით).