ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ლარის გაუფასურება მეც მაწუხებს”: ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პლენარულ სესიაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ლარის გაუფასურებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ლარის კურსი მასაც აწუხებს, როგორც მთავრობის წევრს და საქართველოს მოქალაქეს.

“ლარის კურსი უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მსყიდველობითი უნარი მეც მაწუხებს. მაწუხებს, როგორც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პირველ რიგში მაწუხებს, როგორც საქართველოს მთავრობის წევრს, რადგან ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა სწორედ მთავრობის პასუხისმგებლობაა.” – ამბობს ქუმსიშვილი.

ის ცდილობს მოქალაქეებს აუხსნას, რომ ასეთი მდგომარეობა სავალუტო ბაზარზე კურსის თუნდაც მოკლევადიანი რყევების გამო ბევრისთვის განკარგვადი შემოსავლების ხელშესახები შემცირება შეიძლება გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე მაღალია დოლარიზაციის გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე.

“საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა ლარიზაციის სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულების შემცირებას, რომ მოიხსნას აღნიშნული პრობლემა და შოკის მიმართ გამძლეობა გაიზარდოს“, – განაცხადა ქუსმიშვილმა

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს ლარის კურსი მკვეთრად გაუარესდა და მან ამ მომენტის მონაცემებით დოლართან მიმართებში 2.62-ს მიაღწია.

იტვირთბა....