ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“ლარის გაუფასურება ნორმალური პროცესია”: მამუკა ხაზარაძე

“თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ეს არის დროებითი მოვლენა და ვალუტის მერყეობა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია.

“შარშანდელ ციფრებსაც თუ გადახედავთ, ზუსტად ამ დროს ხდებოდა იგივე. ეს არის აბსოლუტურად დროებითი მოვლენა. ეკონომიკას ახასიათებს მსგავსი რამ, ეს შეიძლება ტურიზმს მივაწეროთ, შეიძლება სხვა რამეს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რაც ყველაზე მთავარია, ლარს გააჩნია სტაბილური გამყარების ტენდენცია და არ სცდება დაშვებულ ჩარჩოებს. ნორმალური პროცესია”,- აცხადებს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს ლარის კურსი მკვეთრად გაუარესდა და მან ამ მომენტის მონაცემებით დოლართან მიმართებში 2.62-ს მიაღწია.

იტვირთბა....