ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

 “ოცნება” ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრის დაღუპვაზე განცხადებას ავრცელებს

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრის, თამაზ ჟორჟოლიანის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. თამაზ ჟორჟოლიანის სახით ქვეყანამ საზოგადოების ღირსეული წევრი დაკარგა. სამძიმარს ვუცხადებთ თამაზ ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებსა და მეგობრებს”. – ნათქვამია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ზუგდიდი-თბისლისის ავტომაგისტრალზე, სოფელ ცაიშთან მომხდარ ავტოავარიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....