ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ნიუ-იორკში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

შეგახსენებთ,  1 ნოემბერს მანჰეტენზე უცნობი პირი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეხაჯა და სროლა დაიწყო. პოლიციელმა ეჭვმიტანილი მუცლის არეში დაჭრა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. წერილში, რომელიც პოლიციამ მანქანაში იპოვა წერია, რომ დანაშაული ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ის სახელით ჩაიდინა. ტერორიზმში ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია. ის უზბეკეთში დაბადებული, საიფულო საიპოვია.

შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

იტვირთბა....