ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ძალიან მძიმეა არსებული სიტუაცია”: კახა კალაძე მეტროსადგურ “გურამიშვილზე”

თბილისის არჩეული მერი დილიდან “გურამიშვილის” სადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეცნობა:

„ვხედავთ რა მდგომარეობაა მეტროსადგურზე, სადაც არის მოსაცდელი. ძალიან მძიმეა არსებული სიტუაცია, საჭიროებს რეაბილიტაციას. ზოგადად ყველა მეტროსადგურის რეაბილიტაცია არის მნიშვნელოვანი. არის სამი ძირითადი მიმართულება, ეს არის თვითონ მეტროსადგურების რეაბილიტაცია, არის ვაგონების რეაბილიტაციის აუცილებლობა ან შეიძლება ვიფიქროთ, ახალი ევროპული ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50 წლიანი გარანტია და მესამე, ეს არის კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....