ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოპოზიცია არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას ითხოვს

ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები სასამართლოში გაასაჩივრა.

12 გვერდიანი სარჩელი ოპოზიციის 17-მა პარტიამ სასამართლოში წარადგინა. ამ პარტიის ლიდერებმა საერთო დოკუმენტს ხელი მოაწერა. მათ შორისაა ლიდერთა საბჭოში შემავალი 14 პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

საერთო განცხადების გარდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს ცალკეც მიმართა.

სარჩელში ნათქვამია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონი დაარღვია, როცა შემაჯამებელი ოქმი, პარტიების საჩივრების განხილვის გარეშე მიიღო და არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად გამოაცხადა. სარჩელში არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებია აღწერილი.

მმართველი გუნდის მტკიცებით კი 21 ოქტომბრის არჩევნები სამაგალითოდ დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

იტვირთბა....