ესპანეთის ნაციონალურმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის 8 წევრი, მათ შორის ექს ვიცე-პრეზიდენტი ურიოლ ჟუნკერასი დააკავა. მათ ბრალად ამბოხი და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედებათ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
კატალონიის მთავრობის მეთაური კარლეს პუჩდემონი და ხელისუფლების 4 ყოფილი წვერი სასამართლოში არ გამოცხადდნენ. პუჩდემონის და კიდევ 2 ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე სასამართლომ ორდერი უკვე გასცა.
მთავრობის მხოლოდ ერთი მრჩეველი სამეწარმეო საკითხებში სანტი ვილა დარჩება თავისუფლებაში, რომელიც კატალონიის მთავრობის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე თანამდებობიდან გადადგა. მან 50 ათასი ევროს ოდენობის გირაო გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კატალონიის პარლამენტმა ფარულ კენჭისყრაზე აღნიშნულ დეკლარაციას 72 ხმით დაუჭირა მხარი, 10 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.
ესპანეთის სენატმა კი ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებით კატალონიის ავტონომია შეაჩერა.