ხვალ, 3 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
ელექტრომომარაგება შეუწყდება შემდეგ რაიონებს: ისნის, სამგორის, საბურთალოს, გლდანის.
ისნის და სამგორის რაიონები
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, აეროდრომის დასახლების, ლაკოუბნის, ჯავახეთის და ხომლელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუსინიანის, ბოდბის, იალბუზის, იორის და სამასი არაგველის ქუჩების მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 15:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ჯანელიძის და გეთიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანჯაფარიძის, პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კუტუზოვის, გამრეკელის და მიცკევიჩის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
12 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ჭედიას და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანი (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, V მიკრორაიონების, მუხიანის, იაკობის და წყაროთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.