ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესტორნების და მარკეტების სია, სადაც შეუსაბამობები გამოვლინდა

“სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (momxmarebeli.ge) ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, „ანტრე 2008“, რესტორანი „ძველი მეტეხი“, „ბიზნეს თაიმი“, „კოპალა“, „თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი“, „მაჭახელა-სამიკიტნო“, „თამადა“ და სხვა, არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა:

„სურსათის სააგენტომ თბილისში ინსპექტირებული საწარმოების სია გამოგვიგზავნა, სადაც არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, ან საერთოდ არ დაფიქსირდა შეუსაბამობები. შეგიძლიათ ნახოთ იმ საწარმოების (იგულისხმება მაღაზიები, კვების ობიექტები და სურსათის მწარმოებლები) შემოწმების შედეგები, რომელთა პროდუქციის მომხმარებლებიც ხართ.

ნიშანდობლივია, რომ, ისევე, როგორც რეგიონებში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგად, თბილისშიც, უმრავლეს შემთხვევებში, შეუსაბამობებია გამოვლენილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ბიზნესსექტორს ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს გასაწევი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეს,”-ნათქვამია ცენტრის ინფორმაციაში.

სრული სია იხილეთ აქ: 

იტვირთბა....