ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილს მეგის ქარდავა ღირსების ორდენით 2-ჯერ ჰყავს დაჯილდოვებული

გუშინ უკრაინაში დაკავებული სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას დაკავების შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა  გუბრენატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ   ქარდავას არასდროს იცნობდა და მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიის საშუალებით გაიგო. ის უარყოფს უკრაინული მედიით გავრცელებულ იფორმაციას, რომ ქარდავა მისი თანაგუნდელი იყო.

თუმცა მეგის ქარდავა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის ორდენით ორჯერ ჰყავს დაჯილდოვებული.

2010 წლის 20 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.

განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავას 2012 წელსაც გადასცა. როგორც 2012 წლის 19 მაისის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა.

განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. მას უკრაინულმა მხარემ 40 დღიაანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც რამდენიმე საქმეა აღძრული.

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....