ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

შემოსავლების სამსახური გაფრთხილებთ: ქონების გადასახადის ვადა იწურება

პირველ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება, -ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს:

“შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ თუ ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის შემოსავალმა 2016 წელს გადააჭარბა 40 000 ლარს ან 2017 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში გააჩნია მიწის ნაკვეთი, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს არა უგვიანეს პირველი ნოემბრისა. შესაბამისად, პირველ ნოემბერს, 24.00 საათამდე ფიზიკურმა პირებმა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან – www.rs.ge უნდა შეავსონ და გამოგზავნონ ქონების გადასახადის დეკლარაცია. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 15 ნოემბერი. “-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....