თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ # 91 ავტობუსით იმგზავრა.
კახა კალაძე მოქალაქეებს გაესაუბრა და მათგან მოისმინა, რა შეთავაზებები აქვთ მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების გასაუმჯობესებლად.
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მოქალაქეთა პრობლემებით დაინტერესდა და მათ მერის თანამდებობის დაკავების შემდეგ განსახორციელებელ გეგმებზე ესაუბრა.
კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზეც გაისეირნა, სადაც მოქალაქეებს გაესაუბრა.
დღესვე, 15:00 საათზე, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი დიდ დიღომში მდებარე ავტობაზაში მივა, ავტოპარკს დაათვალიერებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდება.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.