პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ ქვორუმის არარსებობის გამო პლენარული სხდომის დაგვიანებით დაწყება გააკრიტიკა:
„ერთ-ერთი მექანიზმი არის სანქციები. შეგვიძლია სანქციები ავამოქმედოთ ნოემბრიდან. ეს არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ სხდომებში მონაწილეობის, დასწრებისა და დაგვიანებების მხრივ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს”, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ქვორუმის არარსებობის გამო პარლამენტის პლენარული სხდომა ორი საათის დაგვიანებით დაიწყო.

