წუხელ გურიაში თოვლი მოვიდა. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. ადგილობრივების ინფორმაციით, მთელი ღამის განამვლობაში გადაუღებლად თოვდა. გურიისთვის ამ წელს ეს პირველი თოვლი არ არის. ზამთრი გურიაში ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში დადგა.
შეგხახსენებთ, რომ გურიაში თოვლი პირველად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში მოვიდა. თოვლის საფარმა მაშინ 10 სანტიმეტრს მიაღწია.

