კრიპტოვალუტამ, რომელიც საკმაოდ პოპულარი ხდება მსოფლიოში, ახალი რეკორდი დაამყარა და დაახლოებით 185 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტის ბაზარი ორი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ისა და Morgan Stanley-ის საერთო კაპიტალიზაციას უტოლდება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა, მისმა ღირებულებამ 6600 აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო კაპიტალიზაციამ 110 მილიარდ აშშ დოლარს. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ბიტკოინის ფასი თითქმის 800%-ით არის გაზრდილი.