კიევში, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის შვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ ალექსანდრ ავაკოვი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მან პირობა დადო, რომ ელექტრონულ სამაჯურს ატარებს.
თავად მინისტრი მიიჩნევს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის შვილის დანაშაული დამტკიცდება, მას 12-წლიანი პატიმრობა დაემუქრება.
ცნობისთვის, ალექსანდრ ავაკოვი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ჩებოტერა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა დააკავეს. მათ 500 000 დოლარის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ზურგჩანთების შეძენაზე გამოცხადებულ ტენდერს. გამოძიების თანახმად, ის დარღვევებით წარიმართა და სამინისტრომ ზურგჩანთები საბაზრო ფასზე გაცილებით ძვირად შეიძინა.