საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 1-ლ ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი ერთდღიანი ვიზიტით ეწვია.
“მისი ჩამოსვლის მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მიწვევა რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. მეუფე ილარიონმა განაცხადა, რომ ასევე მიპატიჟებულნი არიან ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქები და სხვა საპატიო სტუმრები.
კათოლოკოს-პატრიარქმა ილია II-მ მადლობა გადაუხადა სტუმარს ჩამობრძანებისა და რუსეთის ეკლესიის სახელით მიპატიჟებისათვის”, – ნათქვამია განცხადებაში.