რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბილბორდის ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანაში მსხდომი ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ორი მამაკაცი ბიძაშვილები არიან.
შსს-ში განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7- ნაწილით აღიძრა.