ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მაგთის“ ტელევიზიის პაკეტების ღირებულება 1-ლი დეკემბრიდან 2 ლარით ძვირდება

1-ლი დეკემბრიდან „მაგთის“ აბონენტებს ტელევიზიის პაკეტების ღირებულება ორი ლარით გაუძვირდებათ.

კომპანიაში განაცხადეს, რომ პაკეტების გაძვირების მიზეზი ექვსი ქართული ტელეარხის მიერ არხების რეტრანსლირებისთვის საფასურის დაწესება გახდა.

„ექვსი ქართული ტელეარხის – „რუსთავი 2“, „კომედი არხი“, „მარაო“, „იმედი“, „მაესტრო“ და GDS – ერთობლივი მოთხოვნით, არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი. ამის გამო, „მაგთიკომი“ იძულებულია, 1-ლი დეკემბრიდან გაზარდოს ტელევიზიის პაკეტების ფასი 2 ლარით, ყველა გადასახადის ჩათვლით.

ტარიფის ცვლილება ეხება „მაგთიკომის“ ტელევიზიის კველა აბონენტს“, – ნათქვამია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც „მაგთის“ აბონენტებმა მიიღეს.

იტვირთბა....