ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი საუდის არაბეთის უმაღლესი საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის მაჯლის აშ-შურას თავმჯდომარე დოქტორ აბდულა ბინ მოჰამედ ბინ იბრაჰიმ ალ-შეიხს უმასპინძლა.

გიორგი მარგველაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის. პრეზიდენტი, ასევე მადლობელია, რომ ალ-შეიხი საქართველოს მთავრობის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას იზიარებს.

ასევე, გიორგი მარგველაშვილმა საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაზე.

საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობითა და ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოთი დაინტერესდა.

პრეზიდენტთა შეხვედრამდე, საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე.

საუდის არაბეთის სამეფოს საკონსულტაციო ასამბლეის მაჯლის აშ-შურას ოფიციალური ვიზიტი 3 ნოემბერს დასრულდება.

იტვირთბა....