მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა, სავარაუდოდ უკრაინაში დააკავეს. ის საქართველოს მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. “მეტრონომი” საქართველოს პროკურატურას დაუკავშირდა, სადაც განუცხადს, რომ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინულ მახრესთან ამ ეტაპზე ამოწმებენ. დადასტურების შემთხვევაში ინფორმაციას მოგვაწვდიან.
“მეტრონიმი ასევე ქარდავას ადვoკატს მალხაზ ველიჯანაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ aქვს და არც არკევვს, რაგადნაც მისი საქმე არ არის. თუ ქარდავა ნამდვილად დაკავებულია და საქართველოს გადმოსცემენ, პროცესში მხოლოდ მაშინ ჩაერთვება.
პოლიტიკურ წრეებში გავრცელებულ ინფორმაციას ანონიმურად უკვე ადასტურებენ. პოლიტიკოსების განცხადებით, ის უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იქნა დაკავებული. ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ასევე უკრაინაში საქართველოს საელჩო ოფიციალურ უწყებებთან ამოწმებს.
შეგახსენებთ, ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე ქარდავას 2014 წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად; მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.