დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო და ქვემო ქედის, ასევე, არხილოს მოსახლეობა სასოფლო-სემეურნეო მიწების გაყიდვას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ მიწები კერძო პირს მიჰყიდა. მიხედავად ამისა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მიწის ფართობს ყოველწლიურად მოსახლეობა ამუშავებდა. მოსახლეობის თქმით, მიწების მეპატრონემ ქონება ბანკში ჩადო, დღეს კი ბანკი მიწების გაყიდვას გეგმავს.
ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
თავის მხრივ, ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა, რომელიც მოსახლეობას საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარების უფლებას არ აძლევს.
ბანკის მიერ დაქირავებულ დაცვასა და სოფლის მაცხოვრებლებს შორის რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.
მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
ფოტო: 1tv