ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბოკუჩავა: ნდობის ჯგუფში მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი

პარალამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ნდობის ჯგუფის შექმნის საკითხი განიხილება.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ხუთი კაცისგან შემდგარ ნდობის ჯგუფში დარჩენილ ერთ ადგილს ვერ ინაწილებენ. მეხუთე კვოტის პრეტენდენტები სალომე სამადაშვილი და ირმა ინაშვილი არიან. თუმცა, როგორც ჩანს, საკანონმდებლო ორგანოს ჯგუფის დაკომპლექტება ოთხი წევრისგან მოუწევს.

“თუ ხელისუფლებას სურს, რეალური ოპოზიცია ყავდეს ნდობის ჯგუფში და რეალური ზედამხედველობა განახორციელოს, რაც უმთავრესი ქვაკუთხედია ნდობის ჯგუფის ფუნქციონირების, მაშინ ბუნებრივია მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ უნდათ, რომ ბუტაფორია შექმნან, რა თქმა უნდა, ისინი არ დაუშვებენ მთავარი ოპოზიციური ძალის მონაწილეობას. არანაირ შეთანხმებებს და გარიგებებს ჩვენ როგორც ყოველთვის არ ვაპირებთ”, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ნდობის ჯგუფში იქნებიან: უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირაკლი აბესაძე.

იტვირთბა....